ბამბუკის დათვი

k003pის ძუძუმწოვარი ცხოველია და ენოტისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. შავ-თეთრი შეფერილობისაა: თეთრი ბეწვი აქვს ყურებზე, ფეხებზე, კუდის წვეროზე, მხრები კი შავი ფერისა აქვს. მიხვდით, ვისზეა საუბარი? დიახ! ეს პანდაა.

დიდ პანდას ბამბუკის დათვსაც ეძახიან, რადგან იგი გარეგნულად მართლაც ამ ცხოველს მოგაგონებს. ზრდასრული პანდები ზოგჯერ 100 კილოზე მეტსაც იწონიან.

 

giant_panda_tai_shanდღეს ბუნებრივ გარემოში მხოლოდ 1000 პანდაა. მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში კი სულ 140 პანდა ცხოვრობს.

თათებზე პანდას 6 თითი აქვს. ამდენი იმიტომ რომ ბამბუკი კარგად დაიჭიროს ხელში. ამ ხის ყლორტები ხომ მისი საყვარელი საკვებია.

პანდებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ და წითელ წიგნში არიან შეყვანილი.

1328985291_google-panda1150980-004-EE46999B

პანდა გამოსახულია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ლოგოზე WWF (World Wildlife Found). ფონდის დამაარსებელი და ლოგოს შემქმნელი გახლავთ პიტერ სკოტი.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს, საშუალოდ რამდენ ხანს ცოცხლობს პანდა ბუნებრივ პირობებში. ზოოპარკში კი მათი სიცოცხლის ხანგრძლიობა მაქსიმუმ 40 წელია.

უპასუხე შეკითხვას კომენტარებში და შეავსე კროსვორდი, ფერადი უჯრებში კი პანდას საყვარელი ხის სახელწოდებას მიიღებ 🙂

  1. სხეულის რა ნაწილი აქვს პანდას შავი შეფერილობის?
  2. ცხოველი, რომელსაც პანდას ამსგავსებენ.
  3. საშუალოდ რამდენ წელს ცოცხლობს პანდა არაბუნებრივ პირობებში?
  4. ზუზუმწოვართა რომელ ოჯახს მიეკუთვნება პანდა?
  5. ფეხების კუდის გარდა სხეულის რომელი ნაწილი აქვს პანდას თეთრი?
  6. ადგილი სადაც ბუნებრივი პირობების გარდა პანდას ნახვა შეგიძლია.
  7. რამდენი თითი აქვს თათზე?

IMG_20160629_115318[1]

ტბა

ტბა — ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შენელებული წყალცვლის ბუნებრივი წყალსატევი. დედამიწის ტბების საერთო ფართობი 2,7 მლნ. კმ² (ხმელეთის ფართობის დაახლოებით 1,8%).

წარმოშობის მიხედვით განარჩევენ :

  • ტექტონიკურ
  • ვულკანურ
  • მყინვარულ
  • ჩანაქცევის
  • ნაგუბარ
  • მდინარეულ
  • ზღვიურ
  • ეოლურ
  • ანთროპოგენურ ტბებს.

ტბის წყლის ბალანსის მთავარი შემოსავალია აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენი, აგრეთვე ტბის ზედაპირზე მოსული ატმოსფერული ნალექები; გასავალია ტბის ზედაპირული და მიწისქვეშა განადენი და აორთქლება ტბის ზედაპირიდან. გვალვიან რაიონებში ტბის წყლის დიდი ნაწილი ორთქლდება და ხშირად ტბა მთლიანად შრება. ქარი ტბის ზედაპირზე იწვევს ღელვას, დინებებს, წყლის მოდენას და განდევნას. ტბის ზედაპირი თბება მზის პირდაპირი და გაბნეული რადიაციით. სიღრმეში სითბის გადაცემა ხდება წყლის არევისა და დინებების შედეგად. სითბო იხარჯება აორთქლებაზე, ჰაერში სითბოს გადაცემასა და გამოსხივებაზე. ზომიერი ჰავის ზონაში მდებარე ტბაში ზაფხულობით მყარდება პირდაპირი ტენპერატურული სტრატიფიკაცია: ზედა თბილ ფენასა (ეპილიმნიონი) და ქვედა ცივ ფენას (ჰიპოლიმნიონი) შორის არსებულ ტემპერატურული ნახტომის ფენაში (მეტალიმნიონი) წყლის ტემპერატურა სწრაფად ეცემა; ზამთრობით ამ ტბაზე შებრუნებული ტემპერატურული სტრატიფიკაციაა: ზედაპირიდან სიღრმისაკენ წყლის ტემპერატურა იზრდება, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეინიშნება ჰომოთერმია — წყლის ტემპერატურა მთელ სიღრმეზე თანაბარია. ცხელსა და ცივ სარტყლებში ტემპერატურული სტრატიფიკაცია სეზონურად არ იცვლება, იქ თითქმისმთელი წლის განმავლობაში შესაბამისად პირდაპირი და შებრუნებული სტრატიფიკაციაა. დიდი ტბები სითბოს საკმაო მარაგისა და ღელვის გამო მდინარეზე უფრი გვიან იყინება. წყალში გახსნილი მარილების რაოდენობის შესაბამისად განარჩევენ მტკნარ, მომლაშო, მლაშე და თვითმლექ ტბებს (მინერალური ტბა). წყალში არსებული მინერალური და ორგანული ნაწილაკების დალექვის შედეგად ხდება ტბების დალამვა და მის ფსკერზე წარმოიქმნება ტბიური ნალექები. წყალში შეტივტივებული მინერალური და ორგანული მარილის რაოდენობაზე არის დამოკიდებული წყლის ფერი და გამჭირვალობა. ცისფერი და ძლიერი გამჭვირვალობა (40 მ-მდე ბაიკალში) აქვს სუფთა წყალს. ბიოლოგიური პროდუქტიულობის მიხედვით განარჩევენ: ბიოგენური ელემენტებით მდიდარ, მაღალპროდუქტიულ (ევროფულ), ბიოგენური-ელემენტებით ღარიბ, მცირეპროდუქტიულ (ოლიგოტროფულ) და ჰუმანური ნივთიერებებით მდიდარ (დისტროფულ) ტბებს, ევოლუციის პროცესში ტბა ამოივსება ლამით, იფარება შამბით და ნოტიო ჰავის პირობებში გადაიქცევა ჭაობად, მშრალ ჰავაში — მლაშობად. ტბის წყლის რესურსებს და სხვა პროდუქტებს ფართოდ იყენებენ სახალხო მეურნეობაში.

ზოგიერთ დიდი ზომის ტბებს ზღვას უწოდებენ; ასეთია მაგ., კასპიის ზღვა.

ცხოველები

0f8c45bea0f2დედამიწაზე მრავალნაირი ცხოველია.

ფრინველები, თევზები, პეპლები, ბაყაყები, ქათმები, მელიები, დათვები, ცხენები, კუ და სხვ. – ცხოველებია.

ცხოველები, მცენარეების მსგავსად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. მათი უმრავლესობა ხმელეთზე ბინადრობს, არიან წყალშიც, ზოგი კი წყალხმელეთაა. ასეთია ბაყაყი, გომბეშო და სხვ.

საქართველოს მთა-ბარში სხვადასხვანაირი ცხოველია გავრცელებული. დათვი, ირემი, თაგვი, ციყვი, შველი, მელია, მგელი და სხვ. ისინი შვილებს ძუძუს აწოვებენ. მათ ძუძუმწოვარ ცხოველებს უწოდებენ.

1378977698_ee33e3e3e3e3ew32juyd_018ფრინველები ბუდეს იკეთებენ, კვერცხს დებენ, საიდანაც პატარა ბარტყები იჩეკებიან. არწივის ბარტყს მართვეს უწოდებენ, მტრედისას ხუნდს და სხვ.

თევზები, ბაყაყები, გომბეშოები ქვირითით მრავლდებიან, საიდანაც ლიფსიტები ჩნდებიან.

ცხოველები არიან შინაური და გარეული.

შინაური ცხოველები ადამიანის კარმიდამოზე ბინადრობენ. მათ დიდი სარგებლობა მოაქვთ. ამიტომ მოაშენა ადამიანმა და ბევრსაც ზრუნავს მათზე: უშენებს სადგომს, უმარაგებს საკვებს, მკურნალობს ავადმყოფობის დროს და სხვ. სამაგიეროდ ისინი უზრუნველყოფენ რძით, ხორცით, მატყლით, ტყავით, კვერცხით, თაფლით. შინაურ ცხოველებს მიეკუთვნება აბრეშუმის ჭიაც, იგი თეთრ და მოყვითალო ფერის პარკებს აკეთებს, რომლისგანაც აბრეშუმის ძაფს ღებულობენ.

c0000cc6d224დიდი ხნის წინათ, ადამიანი როცა ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრობდა, მტაცებელი ცხოველების ეშინოდა. და აი, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა იმ ნადირთა გამოკვება დაიწყო, რომლებიც მას გამუდმებით დასდევდნენ, თავს ესხმოდნენ. მათი ნაშიერები ადამიანს შეეჩვივნენ და მის ახლოს დაიწყეს ყურყუტი. ისინი იცავდნენ ადამიანს სხვა მტაცებლებისაგან, ეხმარებოდნენ ნადირობაში. ასე მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი. გადიოდა დრო. ადამიანმა მცენარეებსა და სხვა ცხოველებს შორისაც გაიჩინა „მეგობრები“. ახლა მათ გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია. J

დედამიწაზე ბევრი გარეული ცხოველი ბინადრობს, ზოგი დიდია, ზოგიც – პატარა. დათვი, მაგალითად, დიდია, მგელი – შედარებით პატარაა, კურდღელი მგელზე პატარაა, თაგვი კიდევ უფრო პატარა.

ზოგი მათგანი დიდყურაა, ზოგს რქები აქვს, ზოგი უკუდოა, ზოგიც – კუდფუმფულა.

e18399e18390e18395e18399e18390e183a1e18398e183a3e183a0e18398-e18398e183a0e18394e1839be183981ცხოველები სხვამხრივაც არ ჰგვანან ერთმანეთს. ზოგი ფოთლებითა და ბალახებით იკვებება. მათ ბალახის მჭამელ ცხოველებს უწოდებენ. ასეთებია: ირემი, შველი, ჯიხვი და სხვ.

ციყვები და თაგვები ყველაფერს ღრღნიან: სოკოს, კაკალს, გირჩებს და სხვ. ესენი მღრღნელები არიან.

მგელი, დათვი, მელა, აფთარი ცხოველებზე ნადირობენ. მათ მტაცებლებს უწოდებენ. მართალია, დათვიც მტაცებელია, მაგრამ ძალიან უყვარს თაფლი, ჟოლო და სოკოც კი.

მტაცებელი ფრინველებშიც არიან: არწივი, ორბი, ძერა, ქორი და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ მტაცებლები უწყინარ ბალახის მჭამელებს ანადგურებენ, მავნებლები არ არიან. ისინი ავადმყოფ და სუსტ ცხოველებს სპობენ. ძლიერი და ჯანმრთელი ძნელი დასაჭერია. ამიტომ ზოგიერთ მტაცებელს სანიტარსაც კი უწოდებენ.

როგორც ხედავთ, ბუნებისთვის ყველა ცხოველი საჭიროა, უწყინარი ბალახის მჭამელიც და საშიში მტაცებელიც.

ყვავილები

amapolas,flowers,nature,red,sea-95b4403bd011ad605c85d00cbe8137ee_hმზის სხივმა დედამიწა გაათბო. გაზაფხულდა, ველები და მინდვრები ფერად-ფერადი ყვავილებით დაიფარა.

ყვავილები ბუნების მშვენებაა.

ენძელა, ია, ყოჩივარდა, ფურისულა, ცისთვალა და სხვა მოყვავილე ბალახოვანი მცენარეები გაზაფხულის დადგომისთანავე გვახარებენ. ჯერ თოვლი არ დამდნარა და მათ უკვე თავი ამოუყვიათ!

ბაღებში უამრავი ყვავილოვანი მცენარეა: გვირილა, მიხაკი, ტიტა, ნაირფერი ვარდი, იასამანი, ზამბახი.

ვარდს ყვავილთა დედოფალს უწოდებენ. ადამიანმა ვარდის უამრავი ჯიში გამოიყვანა. იგი მაისში ყვავილობს, ამიტომაც მაისს ვარდობისთვესაც უწოდებენ.

ადამიანმა ყვავილოვანი მცენარეები ოთახშიც მოაშენა. ასეთებს ოთახის მცენარეებს უწოდებენ. ფანჯრის რაფებზე, აივნებზე ხან ერთი ყვავის, ხან მეორე და ბინას საამო სურნელებით ავსებს.

amazing-awesome-beautiful-clouds-Favim.com-1713313ყვავილოვან მცენარეთა უმრავლესობა სამკურნალოა, მათგან წამლებს ამზადებენ. მათ მოვლა და გაფრთხილება ესაჭიროებათ. მათ შორის შხამიანი მცენარეებიც იზრდება, ამიტომ მოკრეფის დროს ფრთხილად უნდა იყოთ.

ადამიანები სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად ერთმანეთს ყვავილებს უძღვნიან.

როგორც გავიგე ადრე ქართველმა მეყვავილემ მიხეილ მამუკაშვილმა, მცხეთაში ულამაზესი ბაღი შექმნა. ის თავისი გამოყვანილი ყვავილებით მშვენიერ თაიგულებსა და გვირგვინებს აკეთებდა. მის ბაღში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო.

ზოგიერთი ყვავილი დილას, ზოგი შუადღეს ან საღამოს იშლება. დაკვირვებულმა ადამიანებმა სკვერებში ყვავილების ულამაზესი საათი შექმნეს. იგი მხოლოდ სამ დროს აჩვენებს: დილას, შუადღეს და საღამოს.

თუ იცით ამდაგვარი ისტორიები გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში. 😀

ფოთლოვანი და წიწოვანი მცენარეები

ბუნებრივად ფერადი ხე===============Eucalyptus deglupta, ფართოდ ცნობილია, როგორც ცისარტყელა ევკალიპტისაქართველოში მრავალნაირი ხე იზრდება – ტყეშიც, ბაღებსა და პარკებშიც, ქუჩებსა და ეზოებშიც.
ტყეში გვხვდება როგორც ფოთლოვანი, ისე წიწოვანი მცენარეები. საქართველოს ტყეებში ბევრი ლამაზი ფოთლოვანი ხე იზრდება. მაგალითად: მუხა, წიფელი, ცაცხვი, წაბლი და სხვ.
მუხა მაგარი და გამძლე ხეა, მას ქარიშხალიც ვერაფერს აკლებს. მუხის ტყეს მუხნარს უწოდებენ. მუხა დიდხანს ცოცხლობს. 100 წლის მუხა ისევ განაგრძობს ზრდას.
ცაცხვი განთქმულია სურნელოვანი ყვავილებით, მას უთვალავი ფუტკაი ეხვევა.
წაბლი, გარდა იმისა, რომ ლამაზი ხეა, გემრიელი ნაყოფიც აქვს.
ფოთლოვან ტყეში ბუჩქებიც გვხვდება.

03ფიჭვი და ნაძვი მარადმწვანე მცენარეებია. საქართველოში ფიჭვი თითქმის ყველგანაა გავრცელებული. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. ფიჭვს ქვედა ტოტები შემხმარი აქვს, ვინაიდან სინათლე ძირს ნაკლებად აღწევს. ფიჭვის ტყე ნათელი და მზიანია, იქ ადამიანი ლაღად სუნთქავს. ამიტომ სანატორიუმებს, დასასვენებელ სახლებს, ბავშვთა გამაჯანსაღებელ ბანაკებს სწორედ ფიჭვნარში აშენებენ.
ნაძვის ტყე დაბურული და ნოტიოა. ნაძვი ტენის მოყვარულია, ამის გამო მას თითქმის მიწიდანვე ეწყება ტოტები. ნაძვნარში სიწყნარე და სიგრილეა. იქ, მუდმივ ჩრდილში, სხვა ხეები ვერ ხარობენ.
საქართველოს ლამაზი მთა-ბარი წარმოუდგენელია ნაძვნარისა და ფიჭვნარის გარეშე. ამიტომ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ტყე განადგურებისაგან.

საუბარი ხეებზე

დედამიწაზე მრავალნაირი მცენარეა.

ამბობენ, რომ „მცენარე დედამიწის მწვანე სამოსელია“. ეს მართლაც ასეა – მცენარე დედამიწაზე თითქმის ყველგანაა. ზოგან მაღალი ხეები იზრდება, ზოგან ბუჩქები და ბალახები. მცენარეები წყალშიც იზრდება. მათ წყალმცენარეებს უწოდებენ.

თითოეული მცენარე – ცოცხალი ორგანიზმია. ისინი გარეგნულად განსხვავდებიან, მაგრამ მათ ერთნაირი ნაწილები აქვთ: ფესვი, ღერო (ტანი), ფოთოლი, ყვავილი და თესლი.

ხეს ერთი მსხვილი და მაგარი ღერო აქვს. ტოტები კი მეტი, შედარებით მომცრო. ბუჩქს რამდენიმე ღერო აქვს, ნიადაგიდანვე დატოტვილი და წვრილი; ბალახი – დაბალი, სუსტი და რბილია.

მცენარეებს შორის ბევრი სამკურნალოა, მათგან წამლებს ამზადებენ. მაგალითად, შროშანის,  კუნელის, შავბალახას და კატაბალახას ნაყენი გულის სამკურნალოდ გამოიყენება. სურდოს ცაცხვის ყვავილის ნახარში და ჟოლოს ჩაი უხდება. დაჩირქებულს მრავალძარღვას ფოთოლი და შემწვარი ხახვი შველის და სხვ.

ამიტომ მცენარეებს საოცარ „აფთიაქსაც“ უწოდებენ.

უკვე ვთქვი, რომ „მცენარე დედამიწის სამოსელია“. ჩვენი დედამიწა მათ გარეშე დაუშნოვდებოდა, მოიწყენდა. იქნებოდა კი სიცოცხლე მათ გარეშე? ისინი ხომ ჰაერს ასუფთავებენ.

მცენარე რომ გაიზარდოს, აუცილებელად წყალი, სითბო და სინათლე, ჰაერი და ის საკვები სჭირდება, რასაც ნიადაგიდან ფესვებით იღებს.

ტყეში მრავალგვარი ხე გვხვდება. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ზოგს დიდი და ფართო ფოთოლი აქვს, ზოგის ფოთოლი თათს წააგავს, ზოგისა კი ნემსივით წვრილი და ჩხვლეტიაა. ხეები სიმაღლითაც განსხვავდებიან: მაგალითად, მუხა, წიფელი, კაკალი მაღალი ხეებია, ატმის, ვაშლის და ალუბლის ხეები კი დაბალი.

ხეთა დიდ ნაწილს შემოდგომაზე ფოთოლცვენა ეწყება; ზამთარს უფოთლოდ და შიშველი ხვდებიან.

არიან ხეები, რომლებიც ზამთარშიც სიმწვანეს ინარჩუნებენ. მათ ან ჩხვლეტია წიწვები ან უხეში, სქელი ფოთლები აქვთ. ასეთ ხეებს ზამთრის სიცივის არ ეშინიათ. მათ მარადმწვანე ხეებს უწოდებენ.

4მცენარე საკვებს ნიადაგიდან წყალთან ერთად იწოვს. ზამთარში მცენარე ზრდას აჩერებს და ნიადაგიდან წყალს აღარ იწოვს.

დედამიწაზე ერთ-ერთი უმაღლესი ხეა ევკალიპტი. იგი 100 მეტრზე მეტი სიმაღლისაა. მისი სამშობლოა ავსტრალია. იგი დასავლეთ საქართველოს, ზღვის პირა ადგილებშიც არის.

ჩვენს სოფლის ახლოსაც არის ტყე, ჩვენ გადავიღეთ ვიდეო პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში და გთავაზობთ ამ ვიდეოს.

გაამწვანეთ გარემო და იზრუნეთ მომავალზე :)

13012621_246240129062736_5927490883747460247_n.jpgარაა გამორიცხული რომ თქვენს სოფელშიც იგივე პრობლემები იყოს როგორც ჩემ სოფელში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში. პრობლემას ჩვენთან წარმოადგენს მეწყერი, ამიტომ ვცდილობთ ყველანაირად შევაჩეროთ ის და ჩვენ მივაგენით ერთ ძალზე იოლ და ძალზედ კარგ საშუალებას.

თქვენც მოგიწოდებთ : გამოიტანეთ ყველამ ერთი  ნერგი ან სახლიდან ან ბუნებიდან. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხის და დარგეთ მეწყერ საშიშ ზონაში.

იხილეთ სურათები 🙂12963905_246239869062762_7855514142552748587_n13015184_246240282396054_7830385047979786519_n.jpg

უწყლოდ დედამიწა მოტიტვლებულ ქვის ბურთს დაემსგავსებოდა

tumblr_lw2l3j5TYB1r03sobo1_500დედამიწის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული. იგი არის მიწაში, ჰაერში და ყველა ცოცხალ ორგანიზმში.

წყალი სიცივეში იყინება, სიცხეში კი თბება და ორთქლდება. წყალი ადამიანს დიდ სამსახურს უწევს. იგი ყოველდღიურად აუარებელ წყალს ხარჯავს და არ უფიქრდება, ულევია თუ არა მისი მარაგი დედამიწაზე. წყალს დიდი გაფრთხილება უნდა, ამასთან დაცვა გაჭუჭყიანებისაგან.

უწყლოდ დედამიწა მოტიტვლებულ ქვის ბურთს დაემსგავსებოდა. ადამიანს კარგად ესმის წყლის მნიშვნელობა და მას უხსოვარ დროიდან იყენებს. წყალი არა მარტო სასმელად, არამედ მოსავლის მოსაყვანად, ფაბრიკა-ქარხნების ასამუშავებლადაც საჭიროა. ადამიანმა წყლის ძალა ჯერ წისქვილის ქვების ასამოძრავებლად, შემდეგ კი ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენა. წყალზე გემებით მოგზაურობენ, გადააქვთ ტვირთი და სხვ.water-planet-life.jpg

„ჩვენს პლანეტაზე წყალი ხმელეთს სჭარბობს. რატომ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს?“  ბევრი ადამიანი ამბობს ასე. მე კი თქვენ ერთ კითხვას დაგისვამთ – როდესმე გაგისინჯავთ ზღვის წყლის გემო? იგი მლაშე და მომწაროა, სასმელად არ გამოდგება. სასმელი წყალი კი ცოტაა, ამიტომ მოგიწოდებთ: გაუფრთხილდით და მომჭირნეობით ხარჯეთ სასმელი წყალი!

გირჩევთ: – წყალი ტყუილუბრალოდ რომ არ დაიღვაროს, არ დატოვოთ ონკანი ღიად. Continue reading

ნიადაგის წარმოქმნას ასეულობით წელიწადი და უფრო მეტი დრო სჭირდება

niadagiნიადაგი დედამიწის ზედა ფენაა, რომელსაც უნარი აქვს აღმოაცენოს მცენარე. ნაყოფიერება – ნიადაგის მთავარი თვისებაა.

ნიადაგის შედგენილობაში შედის: ჰაერი, წყალი, ნეშომპალა, ქვიშა, თიხა და მინერალური მარილები. გარდა ამისა, ნიადაგში ბინადრობენ ბაქტერიები, ჭიები, მწერები, მასში არის აგრეთვე მცენარის ფესვები.

ნიადაგის ბინადრები მასში ხვრელებს აჩენენ, საიდანაც ჩადის წყალი და ჰაერი. მარილების მარაგი ნეშომპალას წყალობით არ ილევა. ნეშომპალა ბაქტერიების ზემოქმედებით ნელა, თანდათანობით მარილებად გადაიქცევა.miwa9ld1.jpg

მცენარის ფესვები ნიადაგში არსებული ჰაერით სუნთქავენ, შეიწოვენ წყალს, რომელშიც მინერალური მარილებია გახსნილი.

ნიადაგის წარმოქმნას ასეულობით წელიწადი და უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ადამიანის დაუდევრობით შეიძლება ადვილად გადაირეცხოს. ამიტომ ნიადაგს გაფრთხილება უნდა.
ნიადაგი მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა. დედამიწაზე სიცოცხლისთვის მას დიდი მნიშვნელობა აქვს. მცენარე საკვებს ნიადაგიდან იღებს, მცენარეებით იკვებება ცხოველების დიდი ნაწილი, ადამიანი კი საკვებად მცენარესაც იყენებს და ცხოველსაც. ამიტომ აუცილებელია, გავუფრთხილდეთ ნიადაგს, დავიცვათ გადარეცხვისა და დაბინძურებისგან.

ნიადაგი რომ არ გამოიფიტოს, მას უნდა დავუბრუნოთ ის მინერალური ნივთიერებანი, რომელსაც ითვისებენ მცენარეები. ამიტომ ნიადაგში შეაქვთ სასუქი. სასუქი ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას. Continue reading

ბუნებრივი რესურსების მეორეული გამოყენება

usa_green_environment_concept

ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში იყენებდა ბუნებრივ რესურსებს და, ამასთან, არასდროს უფიქრია მის ამოწურვაზე. ჩვენი პლანეტის მარაგი კი თანდათან მცირდება.

ოდესღაც დედამიწაზე დადგება დრო, როცა ადამიანთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ბუნებრივი რესურსები აღარ იარსებებს. ამიტომ საჭიროა ბუნებრივი მასალების დაცვა, ასევე მასალების ხელახალი გადამუშავება და საწვავის განახლებადი წყაროების გამოყენება. ეს მიწისქვეშა რესურსების ხანგრძლივად გამოყენების საუკეთესო გზაა.

რესურსების მოხმარების შემდეგ რჩება ნარჩენები – ის, რაც ადამიანს აღარ სჭირდება. ჩვენს პლანეტაზე ყოველდღიურად მილიონობით ტონა ნარჩენი და ნაგავი გროვდება.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს მეორეული რესურსების დამუშავების ანუ რეციკლინგის პროგრამა. დიასახლისები ცდილობენ ნაგავი დაახარისხონ და ცალკე მოაგროვონ, მაგალითად, მინის, მუყაოს, პლასტმასის ან თუნუქის ნაწარმი, შემდეგ კი მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთებში ჩაყარონ.

გარემოს ის ნარჩენები აჭუჭყიანებს, რომელთა ხელახალი გადამუშავება რთულია. ასეთი ნარჩენებია, მაგალითად, ავტომობილებისა და ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი და ცელოფნის პარკები. ზოგიერთი ნარჩენი გარემოს მხოლოდ ამახინჯებს, ზოგი მათგანი კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგალითად, სასუქები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან მდინარეებში ჩადის, თევზებს ანადგურებს და სხვ.

ენერგიის დაზოგვას ხელს ჩვენც შევუწყობთ, თუ ოთახიდან გასვლისას შუქს ჩავაქრობთ, ან მშობლებს ეკონომიური ნათურების გამოყენებას ვთხოვთ და სხვ. 😀